"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

ბუშმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა

(ინტერპრესნიუსი) აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა, - იუწყება ტელეკომპანია "ენბისი".

"კოსოვოს მცხოვრებლები ახლა დამოუკიდებლები გახდნენ", - განაცხადა ბუშმა, რომელიც ვიზიტით ტანზანიაში იმყოფება.

ტელეკომპანია "ენბისი"-სთან ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკული ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.

"ახლა წინ უნდა წავიდეთ აჰტისაარის გეგმის თანახმად, აშშ თვალყურს ადევნებს, როგორ განვითარდება მოვლენები კოსოვოში", - აღნიშნავს სააგენტო "იტარ-ტასი" ბუშის განცხადებაზე დაყრდნობით.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com