"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

აფეთქება სოხუმში

(ინტერპრესნიუსი) კვირას სოხუმში აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, შამილის ქუჩაზე დაუდგენელი ტიპის მოწყობილობა აფეთქდა. შემთხვევა ცენტრალურ ბაზართან ახლოს მოხდა. აფეთქების შედეგად მაღაზია და აფთიაქი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. "ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპის დასადგენად. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოძიებას სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველო აწარმოებს", - განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ. ხეცია ვარაუდობს, რომ აფეთქება ხულიგნური ქმედებების შედეგად მოხდა



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com