"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

ობამა: კოსოვოს პრეცედენტი არ უნდა გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

(მედიანიუსი) აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარაქ ობამას განცხადებით, კოსოვოს დამოუკიდებლობა უნიკალური შემთხვევაა და ეს პრეცედენტი არ უნდა გავრცელდეს აფხაზეთზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, დნესტრისპირეთზე ან სხვა რომელიმე სეპარატისტულ რეგიონზე.

ობამას თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობა იუგოსლავიის დაშლის შედეგია და ის არ იქნება პრეცედენტი დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ობამამ იმედი გამოთქვა, რომ კოსოვოში ერთმანეთის გვერდზე მშვიდობიანად იცხოვრებენ სერბები და ალბანელები და ყველა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის უფლება დაცული იქნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com