|
|
"რეზონანსი "
სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის წარმომადგენლობების გახსნას ვარაუდობენ
(ინტერპრესნიუსი) რუსული მედია კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ამ მოვლენის მოსალოდნელ შედეგებს აქტიურად განიხილავს. აღნიშნულ კონტექსტში ერთ-ერთ შესაძლო მოვლენად სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვის წარმომადგენლობების გახსნა სახელდება. გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტების აზრით, მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დე იურედ არ აღიარებს, მაგრამ, შესაძლოა, დე ფაქტო რესპუბლიკებში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნას, რაც მათი დე ფაქტო აღიარება იქნება, მოვლენათა შემდგომი განვითარება კი კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" მონაცემებით, პრიშტინას გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი, შესაძლოა, ბალკანეთში ვითარების დაძაბვა გახდეს. ასევე აღინიშნება, რომ საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ სერბეთი, არამედ მეზობელი ქვეყნებიც. "როსიისკაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ კოსოვოს მოვლენები დასავლეთის ქვეყნებზეც აისახება. მოსაზრების დასადასტურებლად გამოცემას ბასკური მთავრობის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 21-ე საუკუნე "პატარა ერების ეროვნული დამოუკიდებლობის" საუკუნე გახდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |