|
|
"რეზონანსი "
სომხეთის არჩევნებში ამჟამინდელი პრემიერი ლიდერობს
(მედიანიუსი) სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა. სარქისიანმა ხმების 52,39 პროცენტი მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა კი, ხმათა 20,32 პროცენტი. მესამე ადგილი კანდიდატმა არტურ ბაღდასარიანმა დაიკავა - 16,94 პროცენტი. ტერ-პეტროსიანის საარჩევნო შტაბის განცხადებით, არჩევნები უხეშად გაყალბდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული მონაცემები არ ასახავს რეალობას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |