"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

თემურ ქეცბაია ღირსების ორდენით დააჯილდოეს

(მედიანიუსი) საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ღირსების ორდენით დააჯილდოა.

პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ქეცბაიას ორდენი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცა.

თემურ ქეცბაია სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის "დინამოში", საბერძნეთის "აეკში", ინგლისის "ნიუკასლში", ინგლისის "ვულვერჰემპტონში" და კვიპროსის "ანართოსისში". ამჟამად ქეცბაია "ანართოსისის" მთავარი მწვრთნელია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com