"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ბათუმთან ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაედინება

(ინტერპრესნიუსი) მახინჯაურის სანაპიროზე შტორმის შედეგად გამორიყული გემიდან ზღვის სანაპიროზე მყარი ნავთობპროდუქტი ჩაედინება. გემი ოთხშაბათს 8-ბალიანი შტორმის შედეგად გამოირიყა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შავი ზღვის დაცვის კონვენციის სამსახურის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, გემის კაპიტანმა გემზე არსებული ნავთობპროდუქტების შესახებ ინფორმაცია დამალა.

კაპიტანმა განაცხადა, რომ მხოლოდ 5 ტონა საწვავი იყო თბომავალ ტანკერზე და 200 კგ ზეთი, თუმცა, შავი ზღვის დაცვის კონვენციის სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პირველი დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათეულობით ტონა ნავთობპროდუქტია გემზე.

გემის მფლობელი სასამართლოს შემდეგ, სავარაუდოდ, 65 ათასი ლარით დაჯარიმდება, რადგან სწორედ ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციული სასჯელი. დანარჩენი ჯარიმა მას იმის მიხედვით დაეკისრება, თუ რა რაოდენობის ნავთობპროდუქტი ჩაიღვრება ზღვის სანაპიროზე. ავარიის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com