"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

კოსოვო ესტონეთმა აღიარა

(ინტერპრესნიუსი) ესტონეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მინისტრთა კაბინეტმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს.

ესტონეთი გახდა მესამე ევროპული ქვეყანა, რომელმაც თვითგამოცხადებული სახელმწიფო აღიარა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთმა და გერმანიამ მიიღეს. ბელგრადი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კოსოვოს აღიარებენ, პროტესტის ნიშნად ელჩებს იწვევს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com