|
|
"რეზონანსი "
თეირანში ქართულ-ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება
(ინტერპრესნიუსი) თეირანში თებერვლის ბოლომდე ქართულ-ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ფორუმზე ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ საკუთარი საინვესტიციო პროექტები და ბიზნეს წინადადებები წარადგინონ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ირანულ-ქართული საინვესტიციო ფონდის დაარსება. იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ირანული საინვესტიციო ჯგუფის ფდშეუ თფიფ შტმუთექუტე-ის ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით შეიქმნება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფონდის დაარსება საქართველოში ეკონომიკური პროექტების განხორციელებით ირანული ბიზნეს წრეების ინტერესმა განაპირობა. საინვესტიციო ფონდის მიზანი ერთობლივი ირანულ-ქართული საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და ტურიზმის, მშენებლობისა და კვების მრეწველობის სფეროებში პერსპექტიული ბიზნეს-პროექტების დაფინანასებაა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |