"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

"ემ-გროუფი" დროული მომსახურების ქართული რესტორნების ქსელს ხსნის

(პრაიმ-ნიუსი) "ემ-გროუპ" დროული მომსახურების ქართული რესტორნების ქსელს ხსნის. კომპანიის ცნობით, რესტორანში, სახელწოდებით "მასპინძელო" სტუმრებს მიმტანების ნაცვლად, ახალუხის მსგავს ფორმაში გამოწყობილი მასპინძლები მოემსახურებიან და თავს ოჯახურ გარმოში აგრძნობინებენ.

მათივე განცხადებით, რესტორანი ტრადიციული ოჯახური რეცეპტებით დამზადებული კერძებით და დროული მომსახურებით გამოირჩევა. გახსნაზე თეატრალიზებული წარმოდგენა შედგება, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მონაწილეობით.

თბილისში წლის ბოლომდე "მასპინძელო"-ს კიდევ 3 ფილიალი გაიხსნება. მომავალი წლიდან, კი დროული მომსახურების ქართული რესტორნის ქსელი რეგიონებშიც გავა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com