"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

"სტანდარტ ბანკს", ალბათ, "კორბანკი" შეისყიდის

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს ეროვნული ბანკის დროებით მმართველობაში არსებული "სტანდარტ ბანკი" იყიდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მოლაპარაკებები "სტანდარტ ბანკის" შესყიდვაზე ბანკის დროებით ადმინისტრაციასა და არაბულ "კორბანკს" შორის მიმდინარეობს, თუმცა "სტანდარტ ბანკის" მმართველის შეცვლის შესახებ ეროვნულ ბანკში განაცხადი ჯერ არ შესულია.

მმართველის შეცვლასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს გარიგების დადებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს. "კორბანკი" არაბული "დაბი ჯგუფის" მიერ არის დაფუძნებული. ჯგუფი საქართველოში უკვე ორ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთია "კორბანკი", რომლის დასაფუძნებლად, საწესდებო კაპიტალის სახით, 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ბანკმა საქართველოში საქმიანობის ლიცენზია უკვე მიიღო. "სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაცია 2007 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com