"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

აფხაზები ზაფხულისთვის ომისთვის ემზადებიან?

(პირველი) აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირე-გალის საზღვარზე, ნაგვალოუში აფხაზი სეპარატისტების წვრთნები გრძელდება.

როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თამაზ ხუბუამ განაცხადა, "აფხაზი სეპარატისტები ზაფხულისთვის დაგეგმილი საომარი მოქმედებისთვის ემზადებიან და კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ."

მისივე თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელები წვრთნების წარმოებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ქართული მხარე საპირისპირო ინფორმაციას ფლობს.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მტკიცებით, წვრთნები დასახლებული პუნქტების მახლობლად მიმდინარეობს, რის შედეგადაც რამდენიმე ოჯახი უკვე დაზარალდა.

ქართული მხარის მონაცემებით, სამხედრო წვრთნები აფხაზეთის ტერიტორიაზე 17 თებერვლიდან მიმდინარეობს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com