"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ლეიბორისტთა დეკლარაციას რამდენიმე ძალა შეუერთდა

(მედიანიუსი) ლეიბორისტული პარტიის ეროვნული დაუმორჩილებლობის დეკლარაციას სხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

ეროვნული შეურიგებლობის სათათბიროში გაერთიანდნენ "ქართული აკადემია", "21-ე საუკუნე", სახალხო პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და მოძრაობა "ქართული გზა". როგორც სათათბიროს წევრები აცხადებენ, ისინი არ ცნობენ დღევანდელ დე ფაქტო პრეზიდენტს და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმებით გააგრძელებენ.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ, ეროვნული დაუმორჩილებლობის დეკლარაცია შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის განწყობის გამომხატველი, რომელიც "არ შეურიგდება დე ფაქტო ხელისუფლების კიდევ ოთხწლიან მმართველობას".

კირთაძის თქმით, დეკლარაცია შეიცავს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ყველა იმ სოციალურ პრობლემებს, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com