"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

თურქეთი სარქისიანის გამარჯვებას მიესალმა

(ინტერპრესნიუსი) თურქეთი სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარქისიანის გამარჯვებას მიესალმა, იუწყება რადიო "თავისუფლება". თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის მისალოც მიმართვაში ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედია გამოთქმული.

"ანკარასა და ერევანს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ. თურქეთი უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს ოსმანეთის იმპერიაში," - იუწყება საინფორმაციო სამსახური.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com