|
|
"რეზონანსი "
საზღვაო ძალების სარდლად ბესიკ შენგელია დაინიშნა
(ინტერპრესნიუსი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილება განხორციელდა. პრეზიდენტის 2008 წლის 18 თებერვლის 3111 განკარგულებით | რანგის კაპიტანი ბესიკ შენგელია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად დაინიშნა. ბესიკ შენგელიას ამ დრომდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ესკადრის მეთაურის პოსტი ეკავა. პირველი რანგის კაპიტანი შეიარაღებულ ძალებში 1992 წლის 17 ნოემბრიდან მსახურობს. სახედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობას აქამდე პოლკოვნიკი კობა ღურწკაია ასრულებდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |