|
|
"რეზონანსი "
ასაკოვან კადრებს კოკოითიც ხსნის
(მედიანიუსი) ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ, კოკოითის ინიციატივით, საავადმყოფოდან დაითხოვეს 50 წელს გადაცილებული თანამშრომლები და მათ თანამდებობებზე ახალგაზრდა კადრები დანიშნეს. ცხინვალელების მტკიცებით, ახალგაზრდა ექიმები გამოუცდელი და არაპროფესიონალები არიან და ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობა უკვე დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |