"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

მესაზღვრეებმა სეინერი ჩაძირვას გადაარჩინეს

(მედიანიუსი) 21 თებერვალს ოპერაციების მართვის სამმართველოს ფოთის ბაზამ მიიღო ინფორმაცია, რომ ფოთის პორტის სიახლოვეს თევზსაჭერ სეინერ "იაზონს" დახმარება ესაჭიროებოდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ზღვაზე წარმოქმნილმა შტორმმა სეინერს კორპუსი დაუზიანა. მასზე წყლის დაგროვება დაიწყო, რამაც სეინერის ჩაძირვის საშიშროება წარმოქმნა.

ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ჩასატარებლად ზღვაში 6-კაციანი სამაშველო ჯგუფის სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა ზზ-209 გავიდა. მესაზღვრეებმა სპეციალური საშუალებებით სეინერიდან წყალი ამოტუმბეს და დაზიანებული ძირი შეაკეთეს. სეინერი ჩაძირვას გადაურჩა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com