"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

გორში ავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

(პირველი) გორში წინასაარჩევნოდ ჩამოყვანილ ავტობუსებზე მგზავრობის ღირებულება, დაპირების მიუხედავად, მაინც გაიზარდა. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრში" განაცხადეს, რვა ავტობუსი მოსახლეობას არჩევნების წინ ჩამოუყვანეს. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მგზავრობის საფასურის უცვლელად დატოვებას ჰპირდებოდა. მიუხედავად ამისა, მგზავრობის საფასური გორი-ქვახვრელის მიმართულებით 60-დან 80 თეთრამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო გეგელაშვილი სოფელში მცხოვრებ პედაგოგებს მათთვის მგზავრობის ფასის განახევრებას ჰპირდებოდა. ამისათვის ავტოპარკის დირექტორს პედაგოგებისთვის შესაბამისი მოწმობები უნდა დაერიგებინა, თუმცა მათ ფასდაკლების ბარათები დღემდე არ მიუღიათ.

მოსახლეობა აღნიშნული ფაქტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებას აღარ ასრულებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com