"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ბეჟაშვილისგან საკადრო ცვლილებებს ითხოვენ

(ინტერპრესნიუსი) კახეთის რეგიონის მოსახლეობა ახლადდანიშნული გუბერნატორისგან საკადრო ცვლილებებს ითხოვს. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრში" განაცხადეს, ხალხის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალონ გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და საზოგადოების პრობლემებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მოსახლეობის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კახეთის გუბერნატორმა ლევან ბეჟაშვილმა საკადრო ცვლილებები უახლოეს დღეებში არ გაატარა, ისინი ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილეებმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, შეიცვლებიან გამგებლებიც. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com