|
|
"რეზონანსი "
გაერომ ბელგრადში საელჩოებზე თავდასხმა გააკრიტიკა
(ინტერპრესნიუსი) გაერო-ს უშიშროების საბჭომ ბელგრადში საელჩოებზე თავდასხმა გააკრიტიკა, - იუწყება რადიო "თავისუფლება". რადიკალურად განწყობილი მიტინგის მონაწილეები ბელგრადში ხუთშაბათს საღამოს საელჩოებს თავს დაესხნენ. მეამბოხეებმა ყველაზე მეტი ზარალი აშშ-ს საელჩოს მიაყენეს. ხალხის ბრბო შენობის დაწვას შეეცადა. აშშ-ს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დანა პერინომ განაცხადა, რომ აშშ-მ სერბეთის მიმართ შეშფოთება და უკმაყოფილება გამოთქვა. აშშ-მ სერბეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევში პასუხისმგებლობა დაეკისრება. ბელგრადში არეულობის დროს 100 ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა, რომლის დამწვარი სხეული აშშ-ს საელჩოსთან იპოვეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |