|
|
"რეზონანსი "
ქართული ტურიზმით ისრაელი დაინტერესდა
(ინტერპრესნიუსი) აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა თებერვალში თელ-ავივში, ტალინსა და სტამბულში გამართულ ტურისტულ გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენებზე აჭარის რეგიონის რუკები, ბუკლეტები, ბანერები და სხვა სახის სარეკლამო მასალა იყო წარდგენილი. ქართულ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით ისრაელის ტურისტული სააგენტოები დაინტერესდნენ და უახლოეს მომავალში შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაც იგეგმება. აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამას ესტონეთიც გაუწევს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თურქული მხრიდან იზმირის ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის ოფიციალური მიწვევა მიიღო. გამოფენა მიმდინარე წლის 27-30 ნოემბერს გაიმართება. აპრილში ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გამართვა იგეგმება, რომელშიც თურქეთის და ისრაელის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |