|
|
"რეზონანსი "
საქართველოდან საზღვარგარეთ 9.1 მილიონი დოლარი გაიგზავნა
(პირველი) მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.1 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს თანხა 4.2 მილიონი დოლარით (1.8-ჯერ) მეტია, ვიდრე 2007 წლის იანვარში. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში და ამ მაჩვენებელმა 4.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.6 მლნ აშშ დოლარით მეტი შეადგინა. ასევე გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა უკრაინასა (1.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 0.6 მლნ აშშ დოლარით მეტი) და ყაზახეთში (526 ათასი აშშ დოლარი, ანუ 461 ათასი აშშ დოლარით მეტი).
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |