|
|
"რეზონანსი "
პატრიარქმა მისთვის განკუთვნილი პრემია მუზეუმს გადასცა
(პრაიმ-ნიუსი) სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, დავით გურამიშვილის საზოგადოების მიერ მისთვის მომზადებული პირველი პრემია ილია ჭავჭავაძის მუზეუმს გადაეცემა. პრემია, რომლის შემადგენლობაშია ზურმუხტის, მარგალიტის თვლებითა და მინანქრით მოხატული დავით გურამიშვილის სახელობის მედალიონი, ასევე 5 ათასი ლარი, საზოგადოებამ სამი წლის წინ, პოეტის დაბადებიდან 300 წლის იუბილეზე დააწესა. ეს პრემია პატრიარქს საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ჰუმანური ღვაწლისთვის გადაეცა. კათალიკოს-პატრიარქმა საზოგადოების წევრებს დიდი მადლობა გადაუხადა დაფასებისთვის და შეხვედრაზევე განაცხადა, რომ მედალიონი ილია ჭავჭავაძის მუზეუმში დაიდებს ბინას. აღნიშნულ პრემიას საზოგადოება სამ წელიწადში ერთხელ გასცემს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |