"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ჯარიმები მცირდება

(ინტერპრესნიუსი) იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ადმინისტრაციული სასჯელების შემცირების საკითხის გადახედვის მომხრეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო სხდომაზე პარასკევს განიხილეს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე სატრანსპორტო დანაშაულზე ჯარიმები მცირდება. მათ შორის არის ტვირთამწეობის გადაჭარბებაზე, რომლის თანახმადაც ჯარიმა 1000 ლარიდან 500 ლარამდე უნდა შემცირდეს.

ასევე, კომიტეტში ვარაუდობენ, რომ, შესაძლებელია, ჯარიმა შემცირდეს აკრძალულ ადგილას ავტომანქანის გაჩერებაზეც. ამ პროექტის თანახმად, აკრძალულ ადგილას ავტომანქანის გაჩერებისთვის 40-ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე მცირდება.

წინასწარი შეცნომით სიმთვრალეში მყოფ ადამიანზე, არასრულწლოვანზე და მართვის უფლების არმქონე პირისთვის ავტომანქანის გადაცემაზე სასჯელი 170 ლარიდან 70 ლარამდე მცირდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com