|
|
"რეზონანსი "
კლინტონმა ობამა პოლიტიკურ პლაგიატში დაადანაშაულა
(ინტერპრესნიუსი) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ორი ძირითადი კანდიდატის ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას ტელედებადეტები პირდაპირ ეთერში კვლავ ჩხუბით დასრულდა. ჰილარი კლინტონმა თავისი ოპონენტი პოლიტიკურ პლაგიატში დაადანაშაულა. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ობამა წინასაარჩევნო გამოსვლებში იყენებდა მასაჩუსეცის შტატის გუბერნატორის დევალ პატრიკის ბევრ გამონათქვამს. "თუ თქვენს საარჩევნო კამპანიას ხმამაღალ გამონათქვამებზე დაყრდნობით აწარმოებთ, მაშინ თქვენი საკუთარი სიტყვები მაინც გამოიყენეთ," - აღნიშნა კლინტონმა. ბარაკ ობამამ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას "სულელური გაუგებრობა" უწოდა. ტელედებატები ტეხასის შტატში გაიმართა, სადაც პრაიმერიზები მარტის თვეში არის დანიშნული.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |