"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

სერბეთი პუტინის კმაყოფილია

(მედიანიუსი) ბელგრადში საერთოეროვნულ მიტინგზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის.

ბელგრადში შეკრებილი ასიათასკაციანი მიტინგი კოშტუნიცას გამოსვლას "მოსკოვი, მოსკოვი!" შეძახილებით შეხვდა. სერბეთის დედაქალაქში საერთოეროვნული მიტინგი სერბეთის ხელისუფლებისა და წამყვანი პოლიტპარტიების მიერ იქნა ორგანიზებული.

მიტინგი ტარდება ლოზუნგით "კოსოვო სერბეთი". შეკრებილი ხალხი სერბეთის, რუსეთის, მაკედონიისა და საბერძნეთის დროშებს აფრიალებდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com