|
|
"რეზონანსი "
სააკაშვილი: "პუტინი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ სცნობს"
(პირველი) მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მან ვლადიმირ პუტინისგან იმის გარანტიები მიიღო, რომ კრემლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს. "ამ დღეებში კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციები იყო. პირისპის შეხვედრისას ნათლად ითქვა, რომ რუსეთი არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს ნამდვილად არ სცნობს," - განაცხადა სააკაშვილმა ნოვოოგარიოვოს სამთავრობო რეზიდენციაში პუტინთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას და აქვე დასძინა, რომ "რუსეთის ეს პოზიცია საქართველოსთვის იმედის მომცემია." ამასთან, მან კონფლიქტურ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დიპლომატიურ-სამართლებრივი გზებით უნდა გაგრძელდეს. "დევნილების დაბრუნების და ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დიპლომატიური ნაბიჯები გადავდგით. მხედველობაში მაქვს ჟენევაში გამართული შეხვედრა. თუ ადრე შეხვედრებზე ტექნიკური პრეტენზიები ისმოდა, ახლა ყველა დოკუმენტში ფიქსირდება დევნილების დაბრუნებისა და მათი ქონების შენარჩუნების უპირობო უფლებები," - განაცხადა სააკაშვილმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |