"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ქართულ მხარეს ჩოჩიევის მიმართ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

(ინტერპრესნიუსი) რუსი სამშვიდობოები ქართულ მხარეს ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთოსური მხარის თანათავმჯდომარის, ბორის ჩოჩიევის მიმართ პროვოკაციის განხორციელებაში ადანაშაულებენ.

როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება, ქართულმა მხარემ 21 თებერვალს ჩოჩიევი ზნაურის რაიონიდან ცხინვალის მიმართულებით არ გაატარა.

შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწის, იური ვერეშჩაკის განცხადებით, მსგავსი ქმედებები პროვოკაციული ხასიათისაა და ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება. სამშვიდობოები მსგავსი ქმედებების აღკვეთას მოითხოვენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com