|
|
"რეზონანსი "
რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა სავარაუდოდ 28 მარტიდან აღდგება
(პრაიმ-ნიუსი) რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა სავარაუდოდ 28 მარიდან აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკა შარაშიძემ გუშინ სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, 10 მარტამდე დაიფარება ქართული ავიაკომპანიების დავალიანების ნახევარი, რის შემდეგ უკვე საჰაერო მიმოსვლა განახლდება. მისივე ინფორმაციით, არსებულ დავალიანებას რუსულ მხარეს მოქმედი ქართული ავია კომპანიები გადაუხდიან, ხოლო იმ კომპანიების დავალიანებას, რომლებიც დღეისთვის გაუქმებულია, გადაიხდიან კომპანიები, რომლებიც მომავალში განახორციელებენ რუსეთ-საქართვეელოს შორის საჰაერო მიმოსვლას. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის 2006 წლის შემოდგომაზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე, საქართველოში რუსი ოფიცრების შპიონაჟის ბრალდებით დაკავების შემდეგ რუსული მხარის ინიციატივით შეწყდა. რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მიზეზად ასევე ქართული მხარის მიერ აეროსანავიგაციო მომსახურეობის ვალის გადაუხდელობა დაასახელა, რომელიც იმ დროისთვის 3 მლნ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა. შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე 21 თებერვალს, მოსკოვში, საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას იქნა მიღწეული.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |