"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

ანთაძე მზადაა გენდირექტორის თანამდებობა დაიკავოს

(პირველი) ჟურნალისტი ია ანთაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეთანხმების შემთხვევაში მზად არის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს. როგორც ანთაძემ განაცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგინების შემთხვევაში ის სამეურვეო საბჭოს "საინტერესო პროგრამას წარუდგენს".

"თუკი მხარეები ჩემს პროფესიონალიზმს საკმარისად ჩათვლიან, რათა ეს თანამდებობა დავიკავო, თანახმა ვარ, ეს პახუხისმგებლობა ვიკისრო", - აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, სამშაბათს გაირკვა იმ ცხრა კანდიდატის ვინაობა, რომლებიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში შევლენ.

იმ 27 კანდიდატიდან, რომლებსაც პარლამენტის სხდომაზე ეყარათ კენჭი, ხმათა უმრავლესობით შემდეგი კანდიდატები გავიდნენ: ბაკურ სულაკაური, გიორგი ანჩაბაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ირმა სოხაძე, ზურაბ ხარატიშვილი, მიხეილ ჭიარუელი, მარინა ვეკუა, ლევან გახელაძე, მარიკა ფაჩუაშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com