|
|
"რეზონანსი "
ბურჯანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზე დაპირისპირებას გამორიცხავს
(ინტერპრესნიუსი) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამის თაობაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ გუშინ გააკეთა. მისი თქმით, დღეისთვის კანდიდატურის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს. თუმცა, არის მსჯელობა, ბანკის ფუნქციონირებისა და მის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით, რაც ნორმალური მუშა პროცესია. ბურჯანაძის განცხადებით, ერონული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო. დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებობს გარკვეული დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |