"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

სოხუმში ბაღაფშის პოლიტიკური ოპონენტის სახლი დაიწვა

(ინტერპრესნიუსი) აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ყოფილი თანამებრძოლის, ამჟამად მოსკოვში გადაბარგებული არტურ მიქვაბიას სახლში გაჩენილ ხანძარს სოხუმში ბაღაფში-მიქვაბიას დაპირისპირებას უკავშირებენ.

არტურ მიქვაბიას სოხუმის სახლს ხანძარი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველმა არტურ მიქვაბიამ ყველა სახელმწიფო თანამდებობა დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადაბარგდა.

მიქვაბიას მეზობლები და ნათესავები, რომლებმაც ხანძრის გაჩენის ამბავი პირველებმა შეიტყვეს და მის ჩაქრობას შეეცადნენ, დარწმუნებული არიან, რომ სერგეი ბაღაფშზე განაწყენებული არტურ მიქვაბიას სახლს ხანძარი შემთხვევით არ გასჩენია. ისინი აბსურდულად და არადამაჯერებლად მიიჩნევენ მეხანძრეთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ არტურ მიქვაბიას სახლში ხანძარი ელექტროგაყვანილობის სისტემის დაზიანებამ გამოიწვია.

მიქვაბიას სახლში ხანძრის გაჩენის თაობაზე ოფიციალური ვერსიას დამაჯერებლობა იმანაც ვერ შემატა, რომ არტურ მიქვაბიას ძმამ "აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის" დირექტორმა გურამ ანქვაბმა (მან გვარი ომის დასრულების შემდეგ შეიცვალა) ცეცხლის გაჩენის შესახებ მეხანძრეთა ვერსია გაიზიარა.

მიქვაბიას მეზობლებისა და ნათესავების მტკიცებით, "სახელმწიფო ტელევიზიის" დირექტორმა გურამ ანქვაბმა ხანძრის შესახებ თავისი პოზიციის დაფიქსირებით, თანამდებობა შეინარჩუნა.

მათივე მტკიცებით, აფხაზეთის დატოვებამდე არტურ მიქვაბიას მოკვლით ემუქრებოდნენ და ეს მუქარები "პრეზიდენტ ბაღაფშთან" არტურ მიქვაბიას დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

აფხაზეთში 2004 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფში პრეზიდენტობის კანდიდატად მოძრაობა "ერთიანი აფხაზეთმა" წარადგინა, რომლის ხელმძღვანელიც არტურ მიქვაბია იყ



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com