"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

ეროსი კიწმარიშვილი: რუსების მტრების სამეულში არ უნდა ვიყოთ

(პირველი) რუსეთის ფედერაციაში ახალი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ მხარეს აქვს ყველა რესურსი, რუსი ხალხის მტრების სამეულში ქართველი ხალხი არ ფიგურირებდეს." ასეთი კომენტარი გააკეთა კიწმარიშვილმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთში ელჩად გაგზავნის ინიციატივა და შეთავაზება თავად პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოდის.

"ხელისუფლებისგან მივიღე მხარდაჭერა იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს. ის, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ნორმალური ურთიერთობები უნდა იყოს, თავად საზოგადოების დაკვეთაა," - აღნიშნა მან.

ამასთან, მისი აზრით, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები აუცილებლად თანაბარ, სუვერენულ პირობებში უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებების მიღებისას ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com