"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

სააკაშვილი პოლონეთში მიემგზავრება

(მედიანიუსი) 2 მარტს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება. პოლონეთში ის შეხვედრებს გამართავს პოლონელ კოლეგა ლეხ კაჩინსკისთან, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და სეიმისა და სენატის თავმჯდომარეებთან.

შეხვედრისას მხარეები ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ქართული დიასპორისა და პოლონეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com