"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

ბუშმა მედვედევი მარიონეტს ვერ შეადარა

(ინტერპრესნიუსი) აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უარი თქვა, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დიმიტრი მედვედევი მარიონეტისთვის შეედარებინა, რომელიც კულისებიდან იქნება მართული. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ კარგად სამართავი იარაღი იქნება ვლადიმერ პუტინის ხელში, ბუშმა განაცხადა - "მე ასეთ შეფასებას არ გავაკეთებდი, ეს თქვენი მოსაზრებაა და არა - ჩემი".

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიმიტრი მედვედევს სათანადოდ არ იცნობს, რათა იწინასწარმეტყველოს, რამდენად გავლენიანი გამოჩნდება იგი "ცოცხალი" პუტინის გვერდით.

"ასეთი სახით ჯორჯ ბუშმა დიმიტრი მედვედევის შესახებ და რუსულ პოლიტიკაში მის მომავალ როლზე ამერიკისთვის საკმაოდ ორიგინალური შეხედულება გაახმოვანა," - აღნიშნავს "როიტერსი".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com