"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

კოსოვოში ევროკავშირის მისიის განლაგებას რუსეთი არაკანონიერად მიიჩნევს

(ინტერპრესნიუსი) კოსოვოში ევროკავშირის მისიის განლაგებას რუსეთი არაკანონიერად მიიჩნევს, იუწყება რადიო "თავისუფლება". როგორც რუსეთის წარმომადგენელმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის მოქმედებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, მხარის მართვა გაერო-ს მისიაზეა დაკისრებული. 16 თებერვალს, ერთი დღით ადრე კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, კოსოვოში სამართალდამცავთა მისიის გაგზავნის შესახებ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com