"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყება

(პირველი) ღვინის პოპულარიზაციისა და ამერიკის ბაზარზე ექსპორტის მიზნით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი თელავში, "წინანდლის ძველ მარანში" ღვინის მწარმოებლებს ხვდება.

იუესაიდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ეგვენთისის" დირექტორის ნიკა გრძელიძის განცხადებით, ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ქართული კომპანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტს დაიწყებს.

ჯონ ტეფტის გარდა, ღონისძიებას იუესაიდის მისიის დირექტორი საქართველოში რობერტ უილსონი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბაკურ კვეზერელი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი და "სამტრესტის" თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე ესწრებიან.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com