|
|
"რეზონანსი "
ცისკარიშვილის მტკიცებით, პურის ძირითად ასორტიმენტზე ფასები არ შეცვლილა
(ინტერპრესნიუსი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პურის ძირითად ასორტიმენტზე ფასების რყევა არ დაფიქსირებულა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, "ძირის მრგვალ პურზე, რომელიც ჩვენს ბაზარზე მასობრივ ასორტიმენტს წარმოადგენს, ფასი შენარჩუნებულია". ფასმა მცირედით მოიმატა პურის ისეთ სახეობაზე, რომელიც მასობრივი მოხმარების პროდუქტს არ წარმოადგენს. ეს არის ძირითადად დაჭრილი და შეფუთული პურ-ფუნთუშეული. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 80 ათასი ტონა ხორბლისა და ფქვილის მარაგია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის ყაზახეთსა და უკრაინაში ვიზიტის შედეგად, მარტის პირველ რიცხვებში ყაზახეთიდან დამატებით 20 ათასი ტონა ხორბალი შემოვა. ფქვილის იმპორტი დაწყებულია უკრაინიდანაც, რაც საქართველოს შიდა ბაზარზე ხორბლის ფქვილის ფასის სტაბილურობას უზრუნველყოფს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლისა და ფქვილის შიდა ბაზრის მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |