|
|
"რეზონანსი "
მთავრობა დასაქმების ახალ პროგრამაზე მუშაობს
(მედიანიუსი) დასაქმებისა და გადამზადების საპრეზიდენტო პროგრამის მეორე ეტაპი მარტის ბოლოსთვის დასრულდება. როგორც პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ განაცხადა, პროგრამის მესამე ეტაპი 5 აპრილიდან დაიწყება. მისივე თქმით, სულ რეგისტრირებულია პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დაახლოებით 114 ათასი ადამიანი. აქედან 111 ათასი პროგრამაში ჩაერთო. ამ დროისათვის ყოველთვიური, 200-ლარიანი სტიპენდია 108 ათასმა პირმა მიიღო დანარჩენი 3 ათასი კი, თანხას მარტის ბოლომდე მიიღებს. დავით ლომიძის განცხადებითვე, საპრეზიდენტო პროგრამის შედეგები მაისში, მისი დასრულების შემდეგ, შეჯამდება. სწორედ მაშინ დადგინდება ის, თუ რეალურად რამდენი ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს დასაქმების ახალ პროგრამაზე, რომელიც თავისი არსით წინა პროგრამისგან განსხვავებული იქნება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |