"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

ფიქრია ჩიხრაძე: კაციტაძეს მაჟორიტარებისთვის შეურაცხყოფა არ უნდოდა

(ინტერპრესნიუსი) საპარლამენგტო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრის ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, მამუკა კაციტაძის განცხადების მიზანი მაჟორიტარებისთვის შეურაცხოფის მიყენება არ ყოფილა.

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კირკიტაძემ დეპუტატ მამუკა კაციტაძეს, თუმცა მისი სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია, მაჟორიტარებთან მიმართებაში მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა.

ფ ქრია ჩიხრაძის თქმით, მაჟორიტარების მიერ დაყენებულ საკითხს, შეიძლება, ძალიან მძიმე კონტექსტი ახლდეს. "ერთი მხრივ, მაჟორიტარების ინიციატივა ითვალისწინებს, საკითხის მიღება აპრილამდე გადაიდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციისა და ხნლისუფლების მოლაპარაკებები და დიალოგი, საერთოდ, პროცესები ჩიხში უგდა შევიდეს. მეორე მხრივ კი, ხელისუფლებამ გადაწყვეტა, საზოგადოებას მაჟორიტარების მეშვეობით დაუპირისპირდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პარლამენტში მართლაც არიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ რაიონს, თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებიც "წურბელასავით ასხედან საკუთარ რაიონებს".

ასეთ დეპუტატად ჩიქრია ჩიხრაძემ ნოდარ გრიგალაშვილი დაასახელა.

ჩიხრაძე მოუწოდებს მაჟორიტარებს, არ ჩაერთონ ხელისუფლების ბინძურ თამაშში და არ იყვნენ გამოყენებული ამ თამაშის ინსტრუმენტად.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com