"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

ჰესების მაშენებელი ინვესტორებისთვის უნიფიცირებული წესები შემუშავდება

(ინტერპრესნიუსი) ახალი ჰესების მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უნიფიცირებული წესები შემუშავდება. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, უცხოურ კომპანიებს წინასწარ ეცოდინებათ, თუ რა პირობებით შემოვლენ ბაზარზე.

"წესები გააუმჯობესებს ურთიერთობებს ინვესტორს და სახელმწიფოს შორის", - აღნიშნა ხეთაგურმა. მინისტრის თქმით, დოკუმენტში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება, გაწერილი იქნება რამდენიმე ვადაც.

"სავარაუდოდ, 30 დღეში იქნება განხილული ინვესტორის წინადადება ჰესის მშენებლობის თაობაზე, 5 დღეში ენერგეტიკის სამინისტრო ამ წინადადებას მთავრობას წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხეთაგურმა.

ამასთან, ახალი ჰესების მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორები აიღებენ ვალდებულებას, გარკვეული ოდენობის ელექტროენერგია 1-ლი ოქტომბრიდან 1-ლი აპრილის პერიოდში საქართველოში გაყიდონ. ინვესტორებმა ასევე მშენებლობის უზრუნველყოფის გარანტიაც უნდა წარადგინონ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com