|
|
"რეზონანსი "
გუგავა: მაჟორიტარები ყოველთვის ხელისუფლების ლოგინში გორაობდნენ
(პირველი) ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდის ინიციატივას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილება არაკონსტიტუციურია. "ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც კონსტიტუციას თავისი ხოშის მიხედვით ცვლიან. მაგრამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ეს სქემა მოძველებულია, რადგან პოლიტიკური გარდაცვალების პერიოდში "მოქალაქეთა კავშირმა" მსგავსი მეთოდი უკვე გამოიყენა და ახლა "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ამ გზით პარლამენტში თავისი ხალხი გაიყვანოს," - განაცხადა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გუგავამ. ამასთან, მისივე შეფასებით, "მაჟორიტარებს დღემდე არც ერთი კანონპროექტი ხალხის სასარგრებლოდ არ შეუმუშავებიათ" და "ყოველთვის ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს." "ის აზრი, თითქოს მაჟორიტარები დამოუკიდებლები არიან, აბსურდია. ისინი ყოველთვის იმათ ლოგინში გორაობდნენ, ვინც ხელისუფლებაში იყო," - დასძინა გუგავამ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |