|
|
"რეზონანსი "
სუბარი საარჩევნო დარღვევების გამოძიებას დაჟინებით ითხოვს
(პირველი) სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა რეგიონებში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას კიდევ ერთხელ, დაჟინებით სთხოვს. როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, მათ გენპროკურატურას გურჯაანის, ქუთაისის, ქობულეთის და თელავის რაიონებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები გადაუგზავნეს. როგორც ცნობილია, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს გაიმართა. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევის გამოძიებას დღემდე მოითხოვენ. პარასკევს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაჯარიმების შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განცხადებით, საქმე ცსკ-ის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არარსებობის გამო შეწყდა. აღნიშნული საქმე სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სამართალდარღვევის ოქმს ეხებოდა, რომლის მიხედვით, ცსკ-მ სახალხო დამცველის მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მიერ ხელმოწერილი სიების ასლების გადაცემის შესახებ არ დააკმაყოფილა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |