"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

გერმანიაში სამი ქართველი ჩაცხრილეს

(მედიანიუსი) ბერლინში სამი ქართველი მოკლეს. გერმანული მასმედიის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები მანქანის შესაძენად იყვნენ ჩასულები. წინასწარი მონაცემებით, ქართველები ვინმე ახმედმა ძარცვის მიზნით ჩაცხრილა. მათ თან 5000-დან 10 000-მდე ევრო ჰქონდათ.გავრცელებული ინფორმაციით, ახმედი ისლამისტი იყო და ნაძარცვი ფული ისლამისტურ ორგანიზაციებს გადასცა. გერმანელმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com