|
|
"რეზონანსი "
ამერიკელ სერჟანტს 14 წლის იაპონელის გაუპატიურება ბრალდება
(მედიანიუსი) იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის სარდლობამ იქ მცხოვრები ამერიკელებისათვის კომენდანტის საათი შემოიღო. შესაბამისი რეჟიმი 26 თებერვალს ამოქმედდა და სულ მცირე 3 მარტამდე გასტანს. საქმე ისაა, რომ 38 წლის ამერიკელ სამხედრო სერჟანტ თაილერ ლუთერ ჰედნოთს 14 წლის ადგილობრივი გოგონას გაუპატიურება ბრალდება. სერჟანტმა აღიარა, რომ გოგონას "წელს ქვემოთ შეეხო", თუმცა გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. კომენდანტის საათის მოქმედების განმავლობაში ყველა ამერიკელ სამხედროს, ასევე მათი ოჯახის წევრებს შეეზღუდებათ კუნძულზე გადაადგილების პირობები.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |