"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

სასამართლო პროცესზე მოპასუხემ თავი მოიკლა

(ინტერპრესნიუსი) ყაზახეთის ქალაქ ტარაზში 43 წლის მამაკაცმა, რომელიც სასამართლოზე მოპასუხე იყო, თვითმკვლელობა პირდაპირ სასამართლო სხდომაზე ჩაიდინა. როგორც სააგენტო "ყაზახეთი დღეს" იუწყება, გასული წლის აპრილში აღნიშნულმა პირმა "ალიანს ბანკში" 510 ათასი თენგეს ოდენობის კრედიტი აიღო. თუმცა, მან დათქმულ ვადებში ვალის დაფარვა ვერ შეძლო და ბანკმა ზარალის ანაზღაურების საჩივრით სასამართლოს მიმართა. ბანკის წარუმატებელ კლიენტს გადასახდელი ანგარიში 614 ათასი თენგეს ოდენობით წარუდგინეს.

თვითმხილველების თქმით, საქმის მოსმენის დროს სასამართლო პროცესზე მოპასუხემ თავი მოიკლა. თვითმკვლელი ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com