"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

ჩავესმა ინგლისურ ენას ომი გამოუცხადა

(მედიანიუსი) ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ტექნიკური და სალაპარაკო ენიდან ინგლისური ნასესხობების აღმოფხვრის კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

იმპერიალიზმის წინააღმდეგ ომი ენობრივ ფრონტზე სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის თანამშრომლებიდან დაიწყო, რომელთაც მეტყველებაში ინგლისური სიტყვების გამოყენება აეკრძალათ.

ნაციონალიზებული ტელეკომპანია სფ#ე|-ის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ თავის ტელემაყურებელს ისეთი სიტყვების გამოყენებას გადააჩვევს, როგორიცაა "შტატი", "მარკეტინგი", "პაროლი" და შეცვლის ესპანური "ექუიპო", "მერცადეო", "ცონტრასენა" ეკვივალენტებით.

ქვეყანაში უკვე გამოსულია საკრობების, პლაკატებისა და ნიშნების ტირაჟი, სადაც წერია "ილაპარაკე ესპანურად! ილაპარაკე ღირსეულად!"



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com