|
|
"რეზონანსი "
"პიკასოს ბიჭები" - კვლავ იმერული იუმორის სადარაჯოზე ეკა ლემონჯავა
"პიკასოს ბიჭები" ამიერიდან განახლებული შემადგენლობით განაგრძობენ მოღვაწეობას. უფრო კონკრეტულად კი, რამდენიმე თვის წინ კასტინგი იყო გამოცხადებული, რომელშიც სულ 172 კონკურსანტი ღებულობდა მონაწილეობას. პირველი შესარჩევი ტურის შედეგად 32 მონაწილე გავიდა მეორე ტურში, 32-დან 18 - მესამე ტურში. საბოლოო შედეგებით კი 11 მონაწილე დარჩა, რომლებიც ამიერიდან "პიკასოს ბიჭების" სახელით მოგვევლინებიან. "ბასტას" სტუმარი ამ გუნდის ახლადშერჩეული 2 წევრი: გიორგი ლიპარტელიანი და გივიკო მელაშვილი არიან. გიორგი: "პიკასოს ბიჭები" სცენიდან არსადროს არ წასულან... კასტინგს რაც შეეხება, ყველაზე სასიხარულო მომენტი ის იყო, რომ ყველამ იცის "პიკასოს ბიჭები" იმერეთიდან რომ მოდიან. იმერული იუმორი მაინც სხვაა, სახალისო და კარგია. არ შემედავოს არავინ. ის, რომ "პიკასოს ბიჭები" არ იკარგებიან, იმერეთს უხარია და არა მარტო იმერეთს და ეს პირველ რიგში გია ტაბიძის დამსახურებაა, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა, შეგვკრიბა ეს ახალი თაობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენიდან, ამ ახალი თაობიდან, იწყება ახალი იუმორი. იმერული იუმორი მაინც არ იკარგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იწყება ახალი იუმორი. - მხოლოდ იმერული იუმორი გექნებათ, თუ ნაზავი. - საერთოდ იუმორი იქნება იმერული, ნაღდი. - რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კასტინგში. გივიკო: კასტინგში სულ 172 ადამინი მონაწილეობდა. მეორე ტურში გავიდა 32 მონაწილე. ხოლო, საბოლოოდ, მესამე ტურში 32 მონაწილიდან დარჩა 18 და მათგან 11 ადამიანი, 9 ბიჭი და 2 გოგონა. - ჟიურის წევრები ვინ იყვნენ. გივიკო: კასტინგის დროს ჟიურის შემადგენლობაში თავად "პიკასოს ბიჭების" ხელმძღვანელი ბატონი გია ტაბიძე, ჯაჯუ მამრექიშვილი, ზაალ შალამბერიძე, მამუკა ჭუმბურიძე იყვნენ. ძირითათად ამ ხალხმა გადაწყვიტა იმ ხალხის ბედი, ვინც დარჩა. - სად ჩატარდა კასტინგი. - პირველი კასტინგი ქუთაისში, კლუბ "სულიკოში" ჩატარდა. რაც შეეხება მეორე კასტინგს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდა და ეს უკვე საკონცერტო კასტინგი იყო, არ იყო დახურული, როგორც პირველ ტურში. მესამე ტური კი შედგა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერაში. - რა გეგმებით გაქვთ "პიკასოს ბიჭების" ახალ თაობას. გიორგი: წინასწარი გეგმები არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვაპირებთ ქუთაისში სოლო-კონცერტის ჩატარებას. შემდეგ სკოლებში გვაქვს საკონცერტო პროგრამა და ალბათ, საგაზაფხულოდ, თუ არ ვცდები, "იუმორინაშიც" მივიღებთ მონაწილეობას. უნდა შეგვამოწმოს პროექტ "იუმორინას" დირექტორმა ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა... - ქუთაისში სად აპირებთ კონცერტის ჩატარებას. გივიკო: ქუთაისში, სავარაუდოდ, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩავატარებთ, თუ არ შეიცვალა გეგმები. შესაძლოა, ოპერაშიც ჩავატაროთ. თუმცა, ჩვენი დიდი სურვილია ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდეს... ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ "პიკასოს ბიჭების" სახელი არ დაიკარგა და ისევ და ისევ განაგრძობს მოღვაწეობას და ეს ყველაფერი ბატონ გია ტაბიძის დამსახურებაა. - რას შესთავაზებთ მაყურებელს განსხვავებულს, ანუ იმას რაც აქამდე არ ყოფილა. გიორგი: პირველ რიგში, განსხვავებულია სახეები ანუ "პიკასოს ბიჭების" ახალი სახე. - ვიზუალურის გარდა, რა იქნება ამ გუნდისგან სიახლე. გივიკო: იუმორი, რომელიც ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი, სრულიად ახალი და თანამედროვე სტილის იქნება. არა მხოლოდ იმერული იუმორი გვექნება, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, ნაზავი იუმორი იქნება აღმოსავლურ-დასავლურის. ჩვენმა ხელმძღვანელმა სპეციალურად გადაწყვიტა, რომ ჩავერთოთ კავეენის თამაშებში, რაც ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო იქნება იმ მხრივ, რომ იმერული და თბილისური იუმორი შეზავდება ერთმანეთში და რაღაც სიახლე უნდა შევთავაზოთ მაყურებელს. ქართველი მაყურებელი პრეტენზიული და ძალიან გემოვნებიანი მაყურებელია, რის გამოც სიახლე სჭირდება. გიორგი: მაყურებელს სჭირდება სიახლე, რაღაც ისეთი უნდა შევთავაზოთ... - მაგალითად... - ამას მაშინ ნახავთ, როცა ჩვენი პირველი კონცერტი გაკეთდება. - გუნდის ყველა მონაწილე იმერელია. გიორგი: არა, თერთმეტივე იმერელი და ქუთაისელი არაა. მე იმერეთში დაბადებული და გაზრდილი კი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვანი ვარ. აგერ, თბილისელი არის გივიკო. გივიკო: ეს კასტინგი ჩატარდა უფრო იმერეთის მასშტაბით, ანუ თბილისს არ მოიცავდა... რძალი მყავს ქუთაისელი, თამუნა ფორჩხიძე. დამირეკა, კასტინგი ტარდება, "პიკასოს ბიჭები" ატარებენ, მოდი, იქნებ ბედი სცადოო. ჩვეულებრივად ჩავედი. დიდი სიხარულით მიმიღეს. პირველ ტურში ჩვეულებრივად სამსახიობო ოსტატობა იყო წარმოდგენილი, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის მონოლოგს გამოიტანდი, ვისას წაიკითხავდი... მე გადავწყვიტე "ლეწეს" მონოლოგი გამომეტანა, რითაც მივიღე შესაბამისი ქულები, გავედი მეორე ტურში, სადაც დავალებები მოგვცეს, მართალია, ხელმძღვანელობაც გვეხმარებოდა, მაგრამ ინდივიდუალურად ვმუშაობდით. მეორე ტურში, ერთ-ერთ მონაწილეს დავუმეგობრდი, ვუთხარი მოდი დუეტი გავაკეთოთ-მეთქი... უბნის ინკასატორი წარმოვადგინეთ დუეტში მე და ბაქარ ბანძელაძემ, თუმცა ეს მონაწილე ვერ გავიდა დასკვნით ტურში. ამის პარალელურად კონცერტის წამყვანიც ვიყავი. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა ბატონმა გიამ... - აქამდე თუ გქონიათ იუმორთან შეხება, თუ უბრალოდ გაიგეთ, რომ კასტინგი იყო და... გიორგი: როგორ არა. კავეენის გუნდებსაც ვამზადებდი. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ... თან სვანებს იუმორი ნაკლებად, მაგრამ...
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |