"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

მარტი თბილი იქნება

(მედიანიუსი) დამდეგი მარტი საქართველოში თბილი იქნება. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა %9, %10 გრადუსი იქნება, რაც ტერიტორიის ნაწილზე 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიან მაჩვენებელზე, ნაწილზე კი ნორმის ფარგლებშია. თვის ცალკეულ პერიოდში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება ღამით %1, -2 გრადუსამდე, გარკვეულ დღეებში კი ტემპერატურა %21, %24 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება ნალექს, ის აჭარაში ნორმაზე მეტი რაოდენობით მოვა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი - ნორმის ფარგლებში.

კოლხეთის დაბლობაზე თვის საშუალო ტემპერატურა %9, %10 გრადუსი იქნება, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე. ცალკეულ დღეებში ტემპერატურა %21, %24 გრადუსამდე მოიმატებს, ცალკეულ ღამეს კი -1, -4 გრადუსამდე დაიწევს. ნალექის რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთაში მარტის საშუალო ტემპერატურა %4, %6, ხოლო მაღალ მთაში 0, -2 გრადუსი იქნება, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე. გარკვეულ პერიოდში მთაში ღამის ტემპერატურა -4, -7, მაღალ მათაში -13, -16 გრადუსამდე დაიკლებს, გარკვეულ დღეებში კი მათაში ტემპერატურა %17, %20, ხოლო მაღალ მთაში %10, %13 გრადუსს მიაღწევს. ნალექის რაოდენობა საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

შიდა ქართლში მარტის საშუალო ტემპერატურა %3, %5, ქვემო ქართლში %6, %7 გრადუსი იქნება, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა %18, %21 გრადუსს მიაღწევს, გარკვეულ პერიოდში კი შიდა ქართლში ღამის ტემპერატურა -7, -10, ხოლო ქვემო ქართლში 0, -3 გრადუსამდე დაიწევს.

რაც შეეხება ნალექს, ის ქართლის ვაკის ნაწილზე ნორმის ფარგლებში, ნაწილზე კი მასზე მეტი რაოდენობით მოვა.

კახეთში თვის საშუალო ტემპერატურა %5, %6 გრადუსი იქნება, რაც ახლოს არის საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა %17, %20 გრადუსს მიაღწევს, ცალკეულ ღამეებში კი -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს. ნალექის რაიოდენობა საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში თვის საშუალო ტემპერატურა %1, %3, მაღალ მთაში კი -3, -4 გრადუსი იქნება, რაც ზოგიერთ რაიონში 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე, ზოგან კი მის ფარგლებშია. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა მთაში %14, %17, მაღალ მთაში კი %8, %11 გრადუსს მიაღწევს, ცალკეულ ღამეს კი, ჰაერის ტემპერატურა მთაში -11, -14, ხოლო მაღალ მათაში -17, -20 გრადუსამდე დაეცემა.

ნალექის რაიოდენობა ზოგიერთ რაიონში ნორმის ფარგლებში, ზოგან კი მასზე მეტი იქნება. თბილისში თვის საშუალო ტემპერატურა %6, %7 გრადუსი იქნება, რაც 1 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა %18, %21 გრადუსს მიაღწევს, ცალკეულ ღამეებში კი 0, -3 გრადუსამდე დაეცემა. თბილისში ნალექი ნორმაზე მეტი რაოდენობით მოვა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com