|
|
"რეზონანსი "
ყველაზე მეტად ილია ||-ს ენდობიან, ყველაზე ნაკლებად - რურუას
(პირველი) "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, საზოგადოება ყველაზე მეტად კათალიკოს-პატრიარქს და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს გიორგი თარგამაძეს ენდობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამიკითხულთა 94,2% - ილია მეორეს, 60,3% კი გიორგი თარგამაძეს უცხადებს ნდობას. რეინტინგის მესამე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც გამოკითხულთა 56,2% ენდობა. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები ნდობით კი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია და დეპუტატი ნიკა რურუა სარგებლობენ. სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში ა.წ. თებერვალში ჩატარდა. მის ფარგელბში სულ 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |